ფსიქოლოგიური სავარჯიშოები

საკუთარ თავზე ზრუნვისთვის

ამ სექციაში შემოგთავაზებთ სავარჯიშოების ნაკრებს, რომელიც დაგეხმარებათ გამკლავების ამა თუ იმ ფორმის გავარჯიშებაში. ყველა სავარჯიშო, რომელსაც შემოგთავაზებთ, არის უკიდურესად მარტივი ასათვისებლად და ამავე დროს, თუ მას სწორედ იყენებენ – უაღრესად ეფექტურიც; თუმცა, ერთი მნიშვნელოვანი პირობის დაცვით: როგორ მარტივადაც არ უნდა მოგეჩვენოთ სავარჯიშო, მისი შედეგიანად გამოყენება სტრესის დროს ან სტრესის საპრევენციოდ მოითხოვს მიზანმიმართულ ვარჯიშს მაშინ, როდესაც არ გრძნობთ სტრესს და იმყოფებით მშვიდ ვითარებასა და მდგომარეობაში. ამ პრინციპის გასააზრებლად გამოდგება მეტაფორა, რომელსაც ამერიკელი ფსიქოტრავმატოლოგი ჯუდით კოენი გვთავაზობს: „არ დაიწყოთ ცურვის სწავლა შუაგულ აბობოქრებულ ოკეანეში!” (Cohen et al., 2017). ანუ, უმჯობესია, ცურვა უსაფრთხო ადგილას, მშვიდ გარემოში (მაგ., საცურაო აუზში) ისწავლოთ. თუ მას მშვიდ გარემოში კარგად აითვისებთ, შემდგომში შეძლებთ უფრო რთულ ვითარებაშიც ეფექტურად გამოიყენოთ. ზუსტად ასეა სტრესის მართვის სავარჯიშოებიც: როგორი მარტივიც არ უნდა იყოს, მათი ათვისება აუცილებელია მშვიდ გარემოში, რეგულარული ვარჯიშის გზით.

ერთ-ერთი ნეგატიური შედეგი, რაც სტრესს (და პროფესიულ სტრესს) მოაქვს ადამიანისთვის – არის შფოთვა და დაძაბულობის განცდა. ამიტომ, რელაქსაციაზე მუშაობა და რელაქსაციის უნარის გავარჯიშება შველის როგორც პროფესიული სტრესის მოხსნას, ასევე მის პრევენციას. უფრო ადვილია რელაქსაციაზე მუშაობა  დავიწყოთ უმარტივესი სუნთქვითი სავარჯიშოთი.

ფსიქიკური ჯამრთელობის შესახებ

ფსიქიკური
ჯამრთელობა

სტრესი

ემოციები და
მათი მართვა

პოზიტიური
მშობლობა

ფსიქოაქტიური
ნივთიერებები

პრობლემური
გემბლინგი

სარელაქციო
ვარჯიშები

კოვიდ-19