
სახელმძღვანელო „სტრესმედეგობის გაძლიერება მედია ორგანიზაციაში“ შექმნილია ჟურნალიზმისა და ტრავმის დარტის სახელობის ცენტრის აზიისა და წყნარი ოკეანის ოფისის (Dart Centre Asia Pacific) თანამშრომლების, დოქტორ კეიტ მაკმაჰონის და კიმინა ლაიალის მიერ (კოლუმბიის უნივერსიტეტისპროექტი, ჟურნალიზმისა და ტრავმის დარტის სახელობის ცენტრი, ნიუ იორკი), ორგანიზაციასთან „ალიანსი უსაფრთხოების კულტურისთვის“ ერთად.
რა არის ჟურნალიზმისა და ტრავმის დარტის სახელობის ცენტრი (Dart Center for Journalism and Trauma)
ეს არის რესურსების ცენტრი და გლობალური ქსელი ჟურნალისტების, ჟურნალიზმისმასწავლებლებისა და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებისთვის, რომელიც მიზნად ისახავსტრავმის, კონფლიქტებისა და ტრაგედიების მედიაში გაშუქების გაუმჯობესებას. ეს კოლუმბიისუნივერსიტეტის ჟურნალიზმის სკოლის პროექტია. დარტის სახელობის ცენტრის აზიისა და წყნარი ოკეანის განყოფილება (Dart Center Asia Pacific) მდებარეობს მელბურნში, ავსტრალიაში.
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: www.dartcenter.org
რა არის ალიანსი უსაფრთხოების კულტურისთვის (Acos Alliance)
ეს არის 100-ზე მეტი გაწევრიანებული საინფორმაციო ორგანიზაციის, თავისუფალი ჟურნალისტურიასოციაციისა და პრესის თავისუფლების დამცველი არასამთავრობო ორგანიზაციის უპრეცედენტოკოალიცია, რომლებიც თანამშრომლობენ, რათა დაიცვან უსაფრთხოების და პასუხისმგებლობის პრინციპები ჟურნალისტიკაში.
ჩვენ ვახორციელებთ შედეგიან პრაქტიკულ ინიციატივებს, რომლებიც ეხმარება ახალი ამბების სტუდიებსა და შტატგარეშე ჟურნალისტებს, რათა დანერგონ უსაფრთხოების კულტურა თავიანთსამუშაო პრაქტიკაში და დააკმაყოფილონ შტატგარეშე ჟურნალისტის უსაფრთხოების პრინციპებისძირითადი სტანდარტები.
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: www.acosalliance.org
წინამდებარე რესურსის მომზადება მისი ავტორების მიერ შესაძლებელი გახდამაკარტურის ფონდისა და ღია საზოგადოების ფონდების მხარდაჭერით.
- შესავალი. რატომაა ეს სახელმძღვანელო საჭირო?
თუ თქვენ ახალი ამბების მენეჯერი და რედაქტორი ხართ, სავარაუდოა, რომ სიუჟეტებს ახალამბებზე მომუშავე სხვადასხვა ჟურნალისტისგან იღებთ. ალბათ, თქვენს სტუდიაში მომუშავეადამიანების გარდა, ახალი ამბების შემგროვებლებიც გყავთ, ანუ ადამიანები, რომლებიცდაიქირავეთ კონკრეტული ახალი ამბის სიუჟეტთან სიახლოვის გამო. თქვენი მოვალეობაა, იზრუნოთ როგორც მუდმივ, ისე შტატგარეშე პერსონალზე, რაც საჭიროებს იმის ცოდნას, რამ შეიძლებამიაყენოს მათ ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ზიანი. შტატგარეშე თანამშრომლების შემთხვევაში ამრისკების გაგება შეიძლება უფრო რთული იყოს. შეიძლება მათთან ურთიერთობა არც კი გქონდეთ. თქვენ ალბათ არ იცნობთ მათ სამუშაო ადგილს, ან არაფერი იცით ადგილობრივი რისკების შესახებ. სავარაუდოდ, ორივე თქვენგანს გაქვთ სამუშაოს შესრულების მკაცრი ვადები, ცუდად იცნობთ ერთმანეთის სტრესულ ფაქტორებს და თითქმის არ იცნობთ ერთმანეთს, როგორც პიროვნებებს. ამასთან, ორივე თქვენგანს გსურთ საუკეთესო სიუჟეტის შექმნა!
I.1. ძირითადი საკითხები
ეს სახელმძღვანელო იმისთვის დაიწერა, რომ ზემოთ აღწერილ პრობლემებში გარკვევაში დაგეხმაროთ. ის ემყარება რამდენიმე მნიშვნელოვან ფუნდამენტური საკითხს.
- ახალი ამბების სტუდიაში უსაფრთხოების კულტურის არსებობა სასარგებლო იქნება ყველასთვის – მუდმივი პერსონალისთვის, შტატგარეშე თანამშრომლებისთვის, ახალი ამბებისმომწოდებლებისა და ფართო საზოგადოებისთვის.
- ახალი ამბების შემგროვებლები სამუშაოს პროცესში დიდი ალბათობით განიცდიან ტრავმას.
- გამძლეობა ნორმალურია – ახალი ამბების შემგროვებელთა უმეტესობას შეუძლია, კარგადგაუმკლავდეს სამუშაოს ამ ასპექტს – მაგრამ ზოგჯერ ტრავმული ფაქტორების ზემოქმედებახანგრძლივია.
- ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის მძიმე შედეგების რისკი შეიძლება შემცირდეს კოლეგების, მენეჯერებისა და ახალი ამბების ორგანიზაციების მხარდაჭერით.
- ამ რისკებზე რეაგირების საუკეთესო გზაა ინფორმირებულობა ტრავმასა და მის პოტენციურ ზეგავლენაზე ახალი ამბების შემგროვებლებზე; ასევე, თქვენს გუნდთან ურთიერთობა და მხარდაჭერა ამ საკითხებთან დაკავშირებით.
- ტრავმის შესახებ ინფორმირებული ჟურნალიზმი უკეთესი ჟურნალიზმია.
- სიუჟეტებში განხილულ ამბებზე პირადი ემოციური რეაქციების აღიარებისა და განხილვისუნარი პროფესიული სიძლიერისა და გამძლეობის ნიშანია.
I.2. რა შედის თქვენს პასუხისმგებლობაში
როდესაც ვინმეს ახალი ამბის გაშუქებას სთხოვთ, თქვენ გეკისრებათ ამ ადამიანზე ზრუნვის კანონიერი და ეთიკური ვალდებულება. იურიდიული ასპექტები შეიძლება განსხვავდებოდესსხვადასხვა სამართლებრივ სისტემებში, მაგრამ სასამართლოებში სულ უფრო გახშირდა მსგავსისაკითხების განხილვა და, სულ მცირე, ერთ შემთხვევაში მაინც (კერძოდ, ავსტრალიაში) თანამშრომელთან დაკავშირებულ საქმეში განაჩენი საინფორმაციო ორგანიზაციის წინააღმდეგ გამოიტანეს1. მიუხედავად იმისა, რომ ამ სამართლებრივი ქმედებების ზეგავლენა შეიძლება არშეეხოს ყველა სამართლებრივ სისტემას და შტატგარეშე თანამშრომლებთან ურთიერთობას, ტრავმაზე რეაგირებისას, რომელიც გავლენას ახდენს მათ პერსონალზე, მათ შორის,შტატგარეშეებზე, საინფორმაციო ორგანიზაციების პასუხისმგებლობა არ შეიძლება მინიმალურად ჩავთვალოთ. ახალი ამბების ორგანიზაციები ვერ უგულებელყოფენ მტკიცებულებებს, რომ ახალიამბების შემგროვებელზე ტრავმის გაშუქება პოტენციურ გავლენას ახდენს. როგორც მენეჯერს, თქვენუნდა გესმოდეთ ეს რისკები, მართოთ ისინი და შესაბამისი რეაგირება გქონდეთ მათზე მანამდე, სანამ შტატგარეშე თანამშრომელი დაიწყებს დავალებაზე მუშაობას, მუშაობის პროცესში და მასშემდეგ, რაც დაასრულებს დავალებაზე მუშაობას.
თქვენ ხომ არ გაგზავნიდით ვინმეს ფეხბურთის მატჩის შესახებ რეპორტაჟის გასაკეთებლად, თუ მასწესები არ ეცოდინებოდა – მაშ რატომ უნდა გაგზავნოთ რეპორტიორი ტრავმის ამბის გასაშუქებლად, თუ არ ეცოდინება რა არის ტრავმა, რა გავლენა აქვს მას, და როგორ ხდება მასთან გამკლავება?
I.3. ეს სახელმძღვანელო
ეს სახელმძღვანელო იმისთვის შეიქმნა, რომ თქვენი გუნდის წევრების გაგებასა და მათ მხარდაჭერაში დაგეხმაროთ. სახელმძღვანელო ხუთ ნაწილადაა დაყოფილი და მოიცავს როგორცზოგად ინფორმაციას, ასევე კონკრეტულ წინადადებებსა და რჩევებს შტატგარეშე თანამშრომლებთან სამუშაოდ.
- ტრავმის გაგება და ჟურნალიზმი
II.1. რა არის ტრავმა?
ტრავმა არის მძიმე ფსიქოლოგიური სტრესის გამოცდილება, რომელიც მოსდევს საშინელ ანსიცოცხლისთვის საშიშ მოვლენას.
სიტყვა „ტრავმა“ არ ნიშნავს იმავეს, რასაც აღნიშნავენ ტერმინებით: პოსტტრავმული სტრესულიაშლილობა (PTSD) და მწვავე სტრესული აშლილობა (ASD). ეს დიაგნოსტირებადი მდგომარეობებია, რომლებიც ზოგჯერ მოჰყვება ტრავმის ზემოქმედებას. ორივე ეს მდგომარეობა გულისხმობსპოტენციურად ტრავმული მოვლენის (PTE) ზემოქმედებას.
ჯერ კიდევ გრძელდება განხილვა ზუსტი განმარტების დასადგენად, თუ რას წარმოადგენსპოტენციურად ტრავმული მოვლენა. DSM-5 (ფსიქიკური აშლილობის დიაგნოსტიკისა და სტატისტიკისსახელმძღვანელო, მეხუთე გამოცემა2) მიუთითებს, რომ ეს არის უშუალო პირადი განცდა, სხვებისტრავმის ნახვა, ოჯახის წევრის ან სხვა ახლო ნაცნობის ტრავმის გამოცდილების არაპირდაპირიზეგავლენა და ტრავმული მოვლენის უსიამოვნო დეტალების განმეორებითი ან ძლიერიზემოქმედება.
DSM-5 გარკვევით გვეუბნება, რომ ტრავმული მასალის ვიზუალურად ზემოქმედება სამუშაო პროცესის განმავლობაში შეიძლება კვალიფიცირდეს, როგორც პოტენციურად ტრავმულიმოვლენა.
ყველას, ვინც პოტენციურად ტრავმულ მოვლენას განიცდის, არ უვითარდება PTSD ან ASD.
II.2. პოტენციურად ტრავმული მოვლენები
ტიპური მოვლენები, როდესაც ჟურნალისტებმა შეიძლება განიცადონ ტრავმული მოვლენებისუშუალო ზემოქმედება რეპორტაჟის კეთების პროცესში, შემდეგია:
- ომი და კონფლიქტი
- სიკვდილის თვითმხილველი
- ფიზიკური ან სექსუალური ძალადობის თვითმხილველი ან მსხვერპლი
- დატყვევება ან გატაცება
- სტიქიური უბედურებები
- ხელოვნური კატასტროფები
- ავტოკატასტროფა
- ტერორისტების თავდასხმა
II.3. მეორეული ან გადამდები ტრავმა
მეორეული ან ჩანაცვლებული ტრავმა ეხება ყველა ზემოთ ჩამოთვლილი მოვლენის არაპირდაპირზემოქმედებას და მას ისევე შეუძლია გავლენა მოახდინოს ადამიანებზე, როგორც უშუალოზემოქმედებამ. ჩანაცვლებული ტრავმა შეიძლება გამოწვეული იყოს გრაფიკული გამოსახულებისნახვით ან ტრავმული მოვლენების შესახებ მონაყოლის მოსმენით, როგორიცაა, მაგალითად:
- მასალის ნახვა / რედაქტირება
- ფოტოების / ვიდეოს ნახვა სოციალურ მედიაში
- ტრავმულ მოვლენებს გადარჩენილი ადამიანების ან მსხვერპლთა ნაამბობის მოსმენა
- შემაძრწუნებელი სასამართლო საქმეების გაშუქება
II.4. ტრავმა და ჟურნალიზმი
კვლევებმა აჩვენა, რომ ჟურნალისტების 80-დან 100%-მდე უნახავს სამუშაოსთან დაკავშირებულიტრავმული მოვლენა3,4, დაახლოებით 92%-ს კი განუცდია ტრავმული მოვლენის განმეორებითი დამრავალჯერადი ნახვა5.
ახალი ამბების რეპორტიორები ხშირად პირველები მიდიან შემთხვევის ადგილზე და მათმოვალეობაში შედის, რაც შეიძლება მეტად მიუახლოვდნენ მოქმედების არეალს (ეს განსაკუთრებითვიდეოკამერის ოპერატორებსა და ფოტოგრაფებს ეხება). გადაწყვეტილებები იმის შესახებ, მიზანშეწონილია თუ არა გადაღებული ვიდეოს ან ფოტოების ჩვენება, მოგვიანებით მიიღება; პირველი მიზანი არის იმის დაფიქსირება, რაც მოხდა.
ახალი ამბების რეპორტიორებს და კამერის ოპერატორებს ორაზროვანი როლი აქვთ – ისინიშემთხვევის ადგილზე „დასახმარებლად“ არ არიან მისული (იქ მისული სხვა ადამიანებისგან განსხვავებით), ამიტომ ხალხი ხშირად შეურაცხყოფს მათ ან აღშფოთებას გამოხატავს ტრაგედიისადგილზე მათი ყოფნის გამო.
ჟურნალისტები სულ უფრო ხშირად განიცდიან მორალურ ზიანს6,7,8, რადგან ხშირად ხვდებიან ისეთმოვლენებში, რომლებიც ეწინააღმდეგება მათ პიროვნულ მორალს ან ეთიკურ კოდექსს. ისინიშეიძლება გახდნენ ისეთი ამორალური დანაშაულის უშუალო თვითმხილველები (ან მოისმინონ ამის შესახებ), როგორიცაა, მაგალითად, ტრეფიკინგი, ლტოლვილთა გადასახლება ან ბავშვებზესექსუალური ძალადობა. ჟურნალისტები ისეთ სიტუაციებშიც შეიძლება მოხვდნენ, როდესაც თავადგრძნობენ, რომ ვერ შეძლეს ტრავმის თავიდან აცილება (მაგ., დილემის წინაშე დგანან და იძულებულნი არიან აირჩიონ, ფოტოებს გადაიღებენ თუ გადარჩენილებს დაეხმარებიანსაფრთხიდან თავის დაღწევაში).
ამ პოტენციურად ტრავმულ სიტუაციებს ართულებს სოციალური მედიისთვის დამახასიათებელიდაშინებისა და შევიწროების ფენომენი, რასაც ჟურნალისტები კიბერსივრცეში განიცდიან. ქალიჟურნალისტების, ფერადკანიანთა და ლგბტი (ლესბოსელი, ჰომოსექსუალი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი და ინტერსექსი) თემის წევრების შემთხვევაში ეს თავდასხმები განსაკუთრებითსასტიკია ხოლმე, რაც კარგად არის შესწავლილი ACOS ალიანსის ხელმომწერების მიერ, რომელთა შორისაც არიან ჟურნალისტების დაცვის კომიტეტი, ქალთა საერთაშორისო მედია ფონდი, რეპორტიორები საზღვრებს გარეშე და პრესის თავისუფლების ფონდი.
აქამდე თითქმის არ არსებობდა ორგანიზაციული მხარდაჭერა ან თანაგრძნობა ტრავმისგამოვლენის, მორალური ზიანის ან კიბერშევიწროების პოტენციური გავლენის დროს. სიტუაციაკიდევ უფრო უარესია შტატგარეშე თანამშრომლების შემთხვევაში, რომლებიც სამუშაო ადგილისოფიციალური სტრუქტურის ნაწილად არ ითვლებიან და შეიძლება იზოლირებულად მუშაობდნენ.
ჟურნალისტიკისა და ტრავმის გაგებამ შეიძლება ცოდნა და სწორი ტერმინები შემატოსჟურნალისტურ ხელოვნებას.
ახალი ამბების შემგროვებლებს თუ ტრენინგს ჩავუტარებთ და ტრავმის გაცნობიერებას შევასწავლით, ისინი ტრავმას გადარჩენილებთან ეთიკურ და კეთილგანწყობილ ურთიერთობას შეძლებენ. ისინი შეძლებენ, სწორად დაამყარონ ურთიერთობა და მხარდაჭერა აღმოუჩინონ საფრთხეს გადარჩენილს, რაც მათთვის მნიშვნელოვანია. შედეგად მივიღებთ უკეთესჟურნალისტიკას.
ტრავმასთან გამკლავების საუკეთესო გზა არის ერთმანეთზე მზრუნველი გუნდის წევრები და კარგი მენეჯმენტი – უფრო ფართო გაგებით კი, კულტურა, რომელიცაღიარებს ტრავმის როლს საინფორმაციო მუშაობაში.
II.5. პოტენციურად მატრავმირებელი სტრესის ზემოქმედების ნიშნები
ადამიანების უმეტესობა, მათ შორის ახალ ამბებზე მომუშავეები, არ განიცდიან ხანგრძლივ მძიმე გავლენას ტრავმის შედეგად, თუმცა ზოგიერთ მათგანს შეიძლება ჰქონდეს რეაქცია ტრავმის ზემოქმედებაზე. მოუშუშებელი ტრავმის ნიშნებია:
- ტრავმის ხელახალი განცდა – მოგონებები, კოშმარული სიზმრები
- ფიზიკური რეაქციები – გულის ფრიალი, კანკალი, თავბრუსხვევა
- გაუარესებული კონცენტრაცია
- გაღიზიანებადობა
- ბრაზი
- დანაშაულის განცდა / სირცხვილი
- უძილობა
- თავის არიდება
- გადაჭარბებული ემოციურობა
- ემოციური რეაქციის არარსებობა
- განზე გადგომა / გასვლა
- კავშირების გაწყვეტა
- ცუდი განწყობა / დეპრესია
- თვითმკურნალობა – ალკოჰოლი / ნარკოტიკები
II.6. რა არის სტრესი და რა აკავშირებს ტრავმასთან?
სტრესი მაშინ ხდება, როდესაც ყოველდღიური ცხოვრების მოთხოვნები აღემატება ადამიანის შინაგან რესურსებს. სტრესი ტრავმისგან იმით განსხვავდება, რომ ის ყოველდღიურ ცხოვრებაში გვხვდება. ადამიანების უმეტესობას, როგორც წესი, უმრავლეს შემთხვევებში ადვილად შეუძლიასტრესთან გამკლავება. ჟურნალისტებს და ახალ ამბებზე მომუშავეებს სტრესის დიდი გამოცდილება აქვთ რთული დავალებების, ვადების, ურთიერთსაწინააღმდეგო პრიორიტეტების და სხვათა გამო და განსაკუთრებით კარგად გამოსდით მასთან გამკლავება.
სტრესის ზოგად დონეს შეუძლია გავლენა მოახდინოს ტრავმული რეაქციის ალბათობაზე, რადგან ის გამძლეობას მოითხოვს ადამიანისგან. თუ ადამიანს სტრესის დონე უკვე მაღალი აქვს, ტრავმულიმოვლენა უფრო მეტად იმოქმედებს მასზე, ვიდრე იმ შემთხვევაში, თუ სტრესის დონე თავიდანვედაბალი იყო.
II.7. რისკ-ფაქტორები
არსებობს მთელი რიგი რისკ-ფაქტორები, რომლებმაც შეიძლება ხელი შეუწყონ ტრავმის შედეგების ხანგრძლივად შენარჩუნებას, მათ შორის, PTSD-ის განვითარებასაც. ეს ფაქტორებია:
- დიდი რაოდენობით ტრავმული მოვლენების ზემოქმედება
- ამ მოვლენების განცდა ხანგრძლივი დროის განმავლობაში
- ტრავმული მოვლენები, რომლებიც საკუთარ თემში ხდება
- პირადი კავშირი ტრავმულ მოვლენასთან
- უკვე არსებული სტრესის ფაქტორები
- სამუშაო ადგილის მდებარეობასთან დაკავშირებული ნეგატიური აზრები
III. ტრავმა და შტატგარეშე (freelance) თანამშრომლები
არსებობს გარკვეული პრობლემები, რომლებსაც მხოლოდ შტატგარეშე თანამშრომლები აწყდებიან; ამან შეიძლება განაპირობოს ტრავმის ზემოქმედების მძიმე შედეგები. მენეჯერები, რომლებიციცნობენ ამ დამატებით სტრესორებს ან პოტენციურ სტრესორებს, უკეთესად შეძლებენ, რომ მათთვისტრავმის შესახებ ინფორმირებული მხარდაჭერა უზრუნველყონ.
III.1. არასაიმედო ურთიერთობა დამკვეთ საინფორმაციო ორგანიზაციასთან
შტატგარეშე თანამშრომლები ხშირად გრძნობენ თავს არასაიმედო პოზიციაში დამქირავებელსააგენტოსთან მიმართებით. მათ შეიძლება არ სურდეთ საუბარი პოტენციურ რისკებზე ან თავიანთმძიმე რეაქციებზე, იმის შიშით, რომ მათ დავალებაზე მუშაობას შეაწყვეტინებენ, ან შემდგომშიაღარ მისცემენ დავალებებს.
ხშირად თანამშრომლებს არ აქვთ ხოლმე ცხადი ინფორმაცია იმის შესახებ, როგორ გაუმკლავდებასაინფორმაციო ორგანიზაცია ტრავმის გამოვლენას; არ არსებობს განსაზღვრული, გაწერილიპროცედურა, განსაკუთრებით, შტატგარეშე თანამშრომლებისთვის. ამ გაურკვევლობის დაპროცედურის არარსებობის გამო რეპორტიორებს თავდაჯერებულობა აკლიათ; მათ არ იციან, რა სახის მხარდაჭერასა და თანადგომას მიიღებენ, რაც უფრო მეტ სტრესს უქმნის მათ.
III.2. მუშაობა საკუთარ თემში
შტატგარეშე ჟურნალისტები და ფოტოგრაფები ხშირად მუშაობენ იმავე საზოგადოებაში, სადაც ისინიცხოვრობენ. მაშასადამე, ტრავმული მოვლენა, რომელსაც ისინი აშუქებენ, შეიძლება უშუალოდმოქმედებდეს მათზე, ან მათ ახლო მეგობრებსა ან ნათესავებზე. სავარაუდოდ, მათ მუდმივადექნებათ შეხება ამ ამბავთან, მიუხედავად იმისა, განაგრძობენ თუ არა მასზე მუშაობას ახალიამბების დამკვეთი ორგანიზაციისთვის. ტრავმულ სიუჟეტთან ფსიქოლოგიური სიახლოვე ზრდისტრავმულ დატვირთვას, რომელიც შეიძლება დააწვეს რეპორტიორს.
III.3. იზოლირებულად მუშაობა
ძალიან ხშირია შემთხვევა, როცა შტატგარეშე თანამშრომლები არ მუშაობენ ახალი ამბების სტუდიიდან. ბევრი მუშაობს დამოუკიდებლად, კოლეგების მხარდაჭერის გარეშე და თავსიზოლირებულად გრძნობს. ცნობილია, რომ იზოლაცია ანგრევს მდგრადობას და სოციალურკავშირებს, მხარდაჭერა კი, როგორც ცნობილია, აუმჯობესებს ფსიქოლოგიურ კეთილდღეობას.
IV. მხარდაჭერა დავალებამდე, დავალების დროს და დავალების შემდგომ
IV.1. მხარდაჭერა დავალებაზე გასვლამდე (დავალების მიცემამდე)
ტრავმის მცოდნე მენეჯერებს შეუძლიათ, საგრძნობლად შეამცირონ პოტენციურად ტრავმული მოვლენების ზემოქმედების ალბათობა. ნებისმიერ დავალებაზე მუშაობის დაწყებამდე მენეჯერებმაუნდა გააკეთონ უსაფრთხოების ყოვლისმომცველი შეფასება და მის ფარგლებში ფსიქოლოგიურიუსაფრთხოებაც უნდა განიხილონ. ეს თქვენსა და გუნდის წევრებს შორის საუბრით უნდა დაიწყოს, თქვენ უკეთ უნდა გაიგოთ, რა შეიძლება მოხდეს დავალებაზე მუშაობის დროს, რა მსგავსი გამოცდილება ჰქონიათ გუნდის წევრებს წარსულში, ტრავმის გაცნობიერების შესახებ რა ტრენინგიგაუვლიათ და საკუთარ თავზე ზრუნვის როგორი გამოცდილება და პრაქტიკა აქვთ*. იხილეთპრაქტიკული რჩევები დანართში.
მხარდაჭერის საუკეთესო პრაქტიკა შემდეგია:
- დაამყარეთ გამართული კომუნიკაცია თქვენს გუნდთან ყველა დონეზე. შტატგარეშე ჟურნალისტები და ახალ ამბებზე სხვა მომუშავეები მუდმივად აცხადებენ, რომ ახალი ამბების სტუდიებთან ღია და ხშირი კომუნიკაცია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მათი საქმის კარგადშესრულებისთვის. თუ იზრუნებთ ამ კულტურის ჩამოყალიბებაზე, ის შექმნის მყარ საფუძველს, რომელსაც დაემატება ტრავმის შესახებ საუბრები და გამოკითხვები.
- ჩაატარეთ ზოგადი ფსიქოლოგიური ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის შემოწმება ანრისკების შეფასება. ამის შაბლონი მოცემულია დანართში.
- ტრავმის ზემოქმედების ფიზიკური და ფსიქოლოგიური რისკების გაცნობიერება და როგორგაუმკლავდება თქვენი ორგანიზაცია ამას – ახალი ამბების თითოეული თანამშრომელსთავდაჯერებულობას შემატებს „რთული“ სამუშაოს შესასრულებლად, რაც საბოლოო ჯამში უკეთესი ახალი ამბების შექმნას განაპირობებს.
- მხოლოდ დავალების ლოჯისტიკასა და მიზნებზე კი არა, მის შესაძლო ემოციურ რისკებზეც ისაუბრეთ. შეახსენეთ გუნდს, რომ ტრავმის გამო ნერვიულობა ადამიანის ნორმალურირეაქციაა და არა სისუსტე. ეს რეპორტაჟს აუმჯობესებს კიდეც.
- დაარწმუნეთ, რომ გასაჭირის გამჟღავნება არ იმოქმედებს მომავალი დავალებების მიღების შესაძლებლობებზე. შეასრულეთ დაპირება.
- აღიარეთ და დააფასეთ პიროვნების სურვილი, შეასრულოს დავალება. დაფასებულობის განცდაადამიანებს ემოციურ წონასწორობას უნარჩუნებს და სამუშაოზე დახარჯულ ძალისხმევას ზრდის.
- დარწმუნდით, რომ რეპორტიორს აქვს პირდაპირი კონტაქტი რედაქტორთან ან მენეჯერთან, ვისთან დაკავშირებაც ნებისმიერ დროს შეეძლება დავალების შესრულებისას. ეს საკონტაქტო პირი უნდა იყოს ხელმისაწვდომი და სანდო.
- დარწმუნდით, რომ მთელი თქვენი გუნდისთვის, მათ შორის შტატგარეშე თანამშრომლებისთვისაც, ხელმისაწვდომია საკონტაქტო ნომრების სია გადაუდებელიდახმარებისათვის.
- გახსოვდეთ, რომ ყველა, ვინც ჩართულია ახალი ამბების შეგროვებაში, შეიძლებადაექვემდებაროს ტრავმას – არა მხოლოდ წინა ხაზზე მყოფი ადამიანები. ფოტო და ვიდეორედაქტორები, ხმის ჩამწერები და ა.შ. ასევე განიცდიან პოტენციურად ტრავმულ მასალას.
- შეახსენეთ თქვენს გუნდს, მათ შორის, შტატგარეშე თანამშრომლებს, რომ საკუთარ თავზეზრუნვა მნიშვნელოვანია სამსახურში ყოფნისას. სთხოვეთ, მოიფიქრონ საუკეთესოსტრატეგიები, რომლებიც გამოადგებათ, როდესაც განიცდიან სტრესს ან ნერვიულობენ(სუნთქვის ვარჯიშები, მუსიკის მოსმენა და ა.შ.). თუ ამას მოისმენთ და დაიმახსოვრებთ, მოგვიანებით შეძლებთ, რომ მათ შეახსენოთ. საკუთარ თავზე ზრუნვის ინდივიდუალურიპრაქტიკის დასადგენად შეიძლება დაგჭირდეთ ფსიქოლოგიური ჯანმრთელობისა დაკეთილდღეობის რისკის შეფასების გამოყენება.
- შეიმუშავეთ ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ტრავმის პროტოკოლი. ეს შეიძლება მოიცავდესისეთ საკითხებს, როგორიცაა თანამშრომლების დახმარების პროგრამის ტრავმისსპეციალისტებით უზრუნველყოფა და გარკვევით მითითება, ექნებათ თუ არა შტატგარეშე თანამშრომლებს ამ მხარდაჭერაზე წვდომა.
მაგალითი პრაქტიკიდან – დავალების მიცემამდე
ისრა შტატგარეშე ფოტოგრაფია და ღაზას სექტორში ცხოვრობს. მას დაუკავშირდა საერთაშორისოსაინფორმაციო სერვისი და სთხოვეს, გაუგზავნოს ადგილობრივი ბაზრის დაბომბვის სურათები. ისდა რედაქტორი ერთად განიხილავენ სავარაუდო ფიზიკურ რისკებს, შემდეგ კი რედაქტორიინტერესდება ამბის გაშუქების ემოციური ზემოქმედებით, მას შეიძლება მოუწიოს გარდაცვლილთაგადაღება და ახლობლების მწუხარების რეაქციის ნახვა. ისრა დაფიქრდა იმ ისტორიების გაშუქებაზე, რაც უკვე შეუსრულებია; თქვა, რომ მისთვის სირთულის მიუხედავად, ყურადღება ხარისხიანისაინფორმაციო რეპორტაჟების წარმოებაზე ჰქონდა გადატანილი და ამან უშველა. რედაქტორიშეუთანხმდა, რომ კიდევ ერთხელ გამოიკითხავს მის მდგომარეობას მას შემდეგ, რაც ის სურათებს გაუგზავნის.
IV.2. მხარდაჭერა დავალების შესრულებისას
დავალების შესრულების დროს რედაქტორის ან მედია მენეჯერის მხრიდან მნიშვნელოვანიარეგულარული კონტაქტი თითოეულ ადამიანთან, რომელიც მონაწილეობს ახალი ამბის მასალების შეგროვებაში, მათთვის უსაფრთხო და ტრავმის შესახებ გაცნობიერებული სამუშაო გარემოსშესაქმნელად.
- შეინარჩუნეთ რეგულარული კონტაქტი – თუნდაც მოკლე სატელეფონო ზარებით, რომ უცებ ჰკითხოთ: „როგორაა საქმე“?
- უთხარით გამამხნევებელი სიტყვები და მოერიდეთ კრიტიკას – ადამიანები უფრო მგრძნობიარეები ხდებიან პოტენციურად მატრავმირებელ სიტუაციებში.
- შეახსენეთ მათ, რამდენად მნიშვნელოვანია საკუთარ თავზე ზრუნვა. ჯანსაღი კვება, ვარჯიშიდა ძილი სასიცოცხლოდ აუცილებელია. ალკოჰოლით „თვითმკურნალობას“ კი საპირისპიროშედეგი აქვს. შეახსენეთ მათ ზოგიერთი სტრატეგია, რომელზეც თავადვე გითხრეს, რომ მათ შემთხვევაში ამართლებს. შეახსენეთ მათ, რომ საკუთარ თავზე ზრუნვას შედეგად მოსდევსუკეთესი ჟურნალისტიკა; ღამით კარგი ძილი მათ განაწყობს, რომ მეორე დღეს კარგი ახალი ამბავი გამოუვიდეთ.
- უთხარით, რომ ნორმალურია ნერვიულობის განცდა, თუ მათ გარშემო შემაშფოთებელიმოვლენები ხდება. ამაზე საუბარი ნორმალურია. ეს ჩვეულებრივი ადამიანური რეაქციაა დამისი გამოხატვა არ არის სისუსტე, არაპროფესიონალიზმი ან კარიერისთვის საფრთხის შემქმნელი. გარკვევით უთხარით, რომ მათი მხრიდან ნერვიულობის გამოხატვა არიმოქმედებს მომავალში თქვენთან თანამშრომლობაზე.
- მართეთ თქვენი ორგანიზაციის წევრებთან კონტაქტი – არასწორ დროს განხორციელებულისატელეფონო ზარი სტრესს გაამძაფრებს (განსაკუთრებით, თუ ზარი ფინანსებს უკავშირდება!).
- დაეხმარეთ თანამშრომლებს, მართონ სამუშაოსთან დაკავშირებული სხვა სტრესულიფაქტორები (მაგ., ლოჯისტიკა, სამუშაო გარემო და ა. შ.) და თუ შესაძლებელია, ნუ დაუმატებთმათ არარეალურ ან შეუძლებელ მოთხოვნებს.
- თუ ადამიანი ძალიან შეწუხებულია, შეიძლება მისი როტაცია ან სიტუაციიდან გაყვანა, მაგრამგახსოვდეთ, რომ აუცილებელია, განიხილოთ მიზეზები მასთან და გააკეთოთ ესდელიკატურად. გაითვალისწინეთ, რომ დავალების შესრულება შტატგარეშე თანამშრომლისთვის ფინანსურად მნიშვნელოვანია – ამიტომ, ამ ზომას მხოლოდაუცილებლობის შემთხვევაში მიმართეთ და გაითვალისწინეთ, რომ ეს პოტენციურად ახალი (ფინანსური) სტრესორის დამატებას ნიშნავს.
მაგალითი პრაქტიკიდან – დავალების შესრულება
ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებულ ამბებს მარინა მრავალი წლის განმავლობაში ადევნებდათვალს. მისმა ძალისხმევამ ხელი შეუწყო ოფიციალური სამთავრობო გამოძიების დაწყებას. გამოძიება მრავალი თვის განმავლობაში ისმენს უამრავი მსხვერპლის ჩვენებას და მარინაყოველდღე ყველა მოსმენას ესწრება. ერთ დღეს მისმა რედაქტორმა რამდენიმე დღით დასვენება შესთავაზა. ამაზე მარინა ძალიან გაბრაზდა და თქვა, რომ რედაქტორი გზებს ეძებს, რათა ის ამ სიუჟეტს ჩამოაშოროს და ამბავი არ გაშუქდეს. რედაქტორი შეშფოთებულია, რადგან ეს არ არისმარინასთვის დამახასიათებელი რეაქცია, ამიტომ, სთავაზობს, რომ ხვალ ხელახლა ისაუბრონ ამ საკითხზე. საუბრის დროს რედაქტორი აცნობებს მარინას, რომ საინფორმაციო სააგენტო აუცილებლად გააშუქებს ამ ამბავს, მაგრამ სააგენტოსთვის ასევე აუცილებელია მისი გუნდისუსაფრთხოება და მხარდაჭერა. რედაქტორმა შესთავაზა ამბის გასაშუქებლად ისეთი გეგმის შემუშავება, რომ მარინას აღარ დასჭირდეს გამოკითხვის ოთახში ყოველდღე ყოფნა.
IV.3. მხარდაჭერა დავალების შესრულების შემდეგ
აუცილებელია, რომ მენეჯერები დაუკავშირდნენ გუნდის ყველა იმ წევრს, რომელმაც განიცადაპოტენციურად მატრავმირებელი მოვლენების გავლენა. ეს ნებისმიერ შემთხვევაში ახასიათებს კარგ მენეჯმენტს, მაგრამ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პოტენციურად მატრავმირებელი სიუჟეტის გაშუქების შემდეგ. ამ ეტაპს არ აქცევენ ხოლმე ყურადღებას შტატგარეშე თანამშრომლებისშემთხვევაში, რაც არასწორია – ისინი არ უნდა დარჩნენ უყურადღებოდ.
შემდგომი სამოქმედო გეგმა – C.A.S.E.S9
- Check in – გამოჰკითხეთ: დაიწყეთ საუბარი იმის შესახებ, თუ როგორი გამოცდილება იყორეპორტაჟის კეთება ჟურნალისტისთვის – ესაუბრეთ იმაზე, როგორი იყო ლოჯისტიკურად და ემოციურად. ნუ შეგეშინდებათ ემოციებზე საუბრის – ემოციების განცდა ნორმალურია.
- Assess – შეაფასეთ პრაქტიკული საჭიროებები და უსაფრთხოება. არიან თუ არა ფიზიკურადუსაფრთხოდ? სადმე გადასვლა ხომ არ სჭირდებათ? რამე ხომ არ სჭირდებათ?
- Stabilisation – სტაბილიზაცია: დააკვირდით, ვინ გადის დავალების შემდგომ აღდგენის პროცესსკარგად და ვის უჭირს – ამის გაკეთება ელ-ფოსტისა და ტელეფონის საშუალებითაცშეგიძლიათ. ყურადღება მიაქციეთ მათ, ვინც ძლიერ ან (მათთვის) უჩვეულო ემოციებს განიცდის. შეამოწმეთ, ხომ არ აქვთ ისეთი მძიმე ნიშნები, როგორიცაა დისოციაცია (ემოციური გათიშვა) ან ჰიპერვენტილაცია (შფოთვის გამო სუნთქვის ცვლილება). შესთავაზეთკონსულტაცია, თუ ისინი ემოციურად გადატვირთულნი არიან, ან თუ ფიქრობთ, რომ თქვენ თვითონ არ შეგიძლიათ დახმარება.
- Educate – ასწავლეთ: შეახსენეთ მათ, რომ ნერვიულობა არის ადამიანის ჩვეულებრივი რეაქციაპოტენციურად მატრავმირებელი ვითარების ზემოქმედების შემდეგ – აუხსენით, რომადამიანთა უმეტესობა თავს უკეთ გრძნობს 3-4 კვირაში. შეამოწმეთ, ხომ არ აქვთ მე-2 გვერდზე ჩამოთვლილი რეაქციები. თუ შესაფერისია, გამოიყენეთ იუმორი. წაახალისეთ, რომყურადღება მიაქციონ ისეთ ფაქტორებს, რისი კონტროლიც შეუძლიათ.
- Social support and follow-up – სოციალური მხარდაჭერა და შემდგომი ქმედებები: წაახალისეთშტატგარეშე თანამშრომელი, რომ მიიღოს მხარდაჭერა ოჯახის, მეგობრებისა და სოციალური(ვთქვათ, პროფესიული) წრის მხრიდან. გადაუხადეთ მადლობა, საჯაროდ გამოუცხადეთ მადლიერება, მისწერეთ ელ-ფოსტით – მადლობის მიღება ხელს უწყობს კეთილდღეობას დაგანაპირობებს სამუშაოს უკეთ შესრულებას.
- მნიშვნელოვანია მათთან ხელახლა გასაუბრება 3-4 კვირაში, რათა დადგინდეს, რომელიმესტრესული რეაქცია ხომ არ გაგრძელდა. თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს შესაძლებლობა,რომ კიდევ ერთხელ გამოხატოთ მადლიერება მათ მიერ გაწეული სამუშაოსთვის. თუ ნახავთ, რომ ისინი კიდევ განიცდიან სტრესის სიმპტომებს, ურჩიეთ, რომ მიმართონ პროფესიონალს (ფსიქოლოგს, ფსიქიატრს).
- გახსოვდეთ, რომ თქვენ თვითონაც ხართ ტრავმის „ჯაჭვური რეაქციის“ ნაწილი. დააკვირდითსაკუთარ ემოციებს და ნუ გაგიკვირდებათ, თუ თქვენც იგრძნობთ ზემოთ ჩამოთვლილთაგანრომელიმე ან სხვა რეაქციას, რომელიც უჩვეულოდ მოგეჩვენებათ. დარწმუნდით, რომ თქვენც ზრუნავთ საკუთარ თავზე. ესაუბრეთ ვინმეს ამის შესახებ.
მაგალითი პრაქტიკიდან – დავალების შესრულების შემდეგ
ელიოტი გამოცდილი შტატგარეშე ჟურნალისტია, რომელიც ერთხელ სანაპიროზე ბავშვის დახრჩობას შეესწრო. ის მაშინვე დაუკავშირდა საინფორმაციო ორგანიზაციას და შესთავაზა მათ ეს ახალი ამბავი. რედაქტორი ძალიან დაინტერესდა. ელიოტმა დაწერა, მაგრამ მეორე დღეს, როცარედაქტორი მადლობის სათქმელად ურეკავდა, ტელეფონს არ უპასუხა. რედაქტორმა დაუტოვახმოვანი შეტყობინება: „ვფიქრობ, ეს ამბავი ძალიან რთული იყო გასაშუქებლად, მე პირადადგამიჭირდებოდა“. რამდენიმე წუთის შემდეგ ელიოტმა თვითონ დაურეკა და ესაუბრა იმაზე, როგორმოაგონა ამ ბიჭმა საკუთარი შვილი. რედაქტორმა გაუზიარა მსგავსი ისტორია, რომელიც მასრამდენიმე წლის წინ შეემთხვა და შეახსენა ელიოტს, რომ მსგავს ისტორიებზე ძლიერი რეაქციანორმალურია, რომ მსგავსი რეაქციების შედეგად ვიღებთ გააზრებულ და თანამგრძნობჟურნალისტიკას. ამ ზარის შემდეგ, რედაქტორი ინიშნავს დღიურში, რომ ერთ კვირაში კვლავდაურეკოს, მიუხედავად იმისა, რომ ელიოტი არ არის მისი ორგანიზაციის თანამშრომელი.
V. მითების (არასწორი წარმოდგენების) დამსხვრევა
ადამიანები არ უნდა შევადაროთ იმის მიხედვით, თუ რომელს უფრო მეტად აქვს განვითარებულიუნარი, გაუმკლავდეს პოტენციურად მატრავმირებელი მოვლენების ზემოქმედებას. ჩვენ მხოლოდზოგადი რისკ-ფაქტორების განხილვა შეგვიძლია. ეს უნარი არ უკავშირდება არც სიძლიერეს და არცსისუსტეს. ახალი ამბების გამშუქებელი შეიძლება წარმატებით გაუმკლავდეს ტრავმასთანდაკავშირებულ ბევრ ისტორიას და უცებ აღმოჩნდეს, რომ ვერ უმკლავდება იმას, რასაც ჩვეულებრივრუტინად მიიჩნევს. არ არსებობს რაიმე გარკვეული სქემა. ამიტომ, მნიშვნელოვანია პოტენციურად მატრავმირებელ გამოცდილებებთან გამკლავებაზე ცნობიერების ამაღლება და ფსიქიკურიჯანმრთელობის სირთულეებთან დაკავშირებული სტიგმის შემცირება.
არსებობს მრავალი ბარიერი და არასწორი წარმოდგენა (მცდარი რწმენა), რამაც შეიძლებაგავლენა მოახდინოს ახალი ამბების გამშუქებელთა დამოკიდებულებაზე ტრავმული მოვლენებისზემოქმედების მიმართ. მათგან ზოგიერთი, რომელსაც ყურადღება უნდა მიაქციოთ, შემდეგია:
- განათლების ნაკლებობა და იმის არცოდნა, როგორ მოქმედებს პოტენციურად მატრავმირებელი გამოცდილება ფსიქიკურ ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე.
- სტიგმა ან კულტურული დამოკიდებულებები, რომლებიც ფსიქიკურ დაავადებებთან დაკავშირებით არსებობს.
- რწმენა, რომ ტრავმაზე რეაქცია სისუსტის ნიშანია.
- რწმენა იმისა, რომ ჟურნალისტები უნდა იყვნენ ობიექტურები და, შესაბამისად, მათზე არაფერმა უნდა იმოქმედოს.
- მენეჯერებს არ აქვთ შესაბამისი განათლება, და ნაკლებად იციან, თუ როგორ უნდა მოექცნენადამიანს, რომელსაც აქვს ტრავმის შემდგომ რეაქციები.
- არ არის გამოყოფილი სადაზღვევო თანხა ან დაფინანსება იმ სირთულეების სამართავად, რომლებიც შეიძლება ჩარევას საჭიროებდეს.
- წარმოდგენა, რომ თუ რეაქცია გექნება და ემოციურ სირთულეებს აღიარებ, მომავალში სამუშაოშეთავაზებები აღარ მოგეცემა.
- ხელმისაწვდომი სპეციალიზებული თერაპევტების ნაკლებობა.
- რწმენა იმისა, რომ რეაქციები თავისით გაქრება.
- რწმენა, რომ ალკოჰოლის გამოყენება ხელს უწყობს რეაქციების მართვას.
VI. საკუთარ თავზე ზრუნვა რედაქტორებისა და მენეჯერებისთვის
როგორც მენეჯერი, თქვენ ვალდებული ხართ რისკების გამოვლენით იზრუნოთ თქვენსსაინფორმაციო გუნდზე და ხელი შეუწყოთ მათ კეთილდღეობას.
ამასთან ერთად, თქვენს თავზე ზრუნვაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. თუ თქვენ, როგორცლიდერი, საკუთარ თავზე იზრუნებთ, შეინარჩუნებთ მდგრადობას სტრესის გრძელვადიანიზემოქმედებისა და გადამდები ტრავმისადმი. ეს ასევე აჩვენებს თქვენს გუნდს, რომ თქვენ მზადხართ, საკუთარი მაგალითით აჩვენოთ, თუ როგორ უნდა საკუთარ თავზე ზრუნვა.
გაითვალისწინეთ, რომ როგორც რედაქტორი, თქვენც განიცდით ტრავმული შინაარსების გავლენას – წაკითხვის ან ნახვის შედეგად ან/და თქვენს გუნდთან ერთად სიუჟეტის დეტალებზე მუშაობისას – დაეს რისკს გიქმნით.
ქვემოთ მოცემულია რამდენიმე რჩევა, რომელიც დაგეხმარებათ, გაიგოთ, თუ როგორ გაუმკლავდეთ პოტენციურად მატრავმირებელ გარემოებებს და შეინარჩუნოთ სტრესმედეგობა:
- საკუთარ თავზე ზრუნვის საფუძვლები. დარწმუნდით, რომ ასრულებთ ძირითადს: ძილი, კვება, ვარჯიში. აიღეთ ყოველწლიური შვებულება და შეისვენეთ ხოლმე დღის განმავლობაში. ნუადევნებთ თვალყურს ახალ ამბებს 24 საათის განმავლობაში.
- თვალი ადევნეთ ნიშნებს. დააკვირდით საკუთარ თავში იმავე ნიშნებს, რომლებსაც ეძებთთქვენი გუნდის წევრებში: არადამახასიათებელი ქცევა, იზოლაცია, გაღიზიანება ან დაძაბულობა, გაბრაზება, სამუშაოსადმი ინტერესის ან ემოციური კავშირის უჩვეულოშემცირება, ალკოჰოლის ან ნარკოტიკების მოხმარება. ყურადღება მიაქციეთგამაფრთხილებელ ნიშნებს – ეძებეთ მხარდაჭერა თქვენი ორგანიზაციის სხვა მენეჯერებისგანან რედაქტორებისგან, ან თქვენს სოციალურ წრეში. საჭიროების შემთხვევაში, მიიღეთპროფესიული დახმარება.
- იცოდეთ, როდის შეწყვიტოთ. თქვენ შეიძლება გრძნობთ ვალდებულებას, რომ უნდა „მიიღოთახალი ამბავი ნებისმიერ ფასად“. იზრუნეთ, რომ თქვენს სარედაქციო ჯგუფს განხილული ჰქონდეს განსხვავებული სცენარებიც. მაგალითად, იცოდეთ, თუ როდის არის საჭირო (გუნდისუსაფრთხოებისა და კეთილდღეობისთვის) დავალებაზე მუშაობის შეწყვეტა. წინასწარი მსჯელობა ამ საკითხზე აადვილებს გადაწყვეტილების მიღებას კონკრეტულ მომენტში.
- აიღეთ პასუხისმგებლობა თქვენს გადაწყვეტილებაზე. ლიდერობის ტვირთი გულისხმობს, რომ ლიდერს უწევს სხვა ადამიანების პოტენციურად საშიშ სიტუაციებში გაშვება. იცოდეთ, რომთქვენი მცდელობების მიუხედავად, შეიძლება ყველაფერი ყოველთვის არ მოხდეს ისე, როგორც თქვენ დაგეგმეთ. ამ სიტუაციებში პროფესიულად მოიქეცით, მაგრამ გახსოვდეთ, რომ თქვენ შეიძლება ზედმეტი პასუხისმგებლობა იგრძნოთ შედეგების გამო. თქვენ ვერ იქნებით პასუხისმგებელი ისეთ მოვლენებზე, რაც არ არის თქვენზე დამოკიდებული. თქვენი ამოცანაამაგალითის მიცემა, და ეს განსაკუთრებით ეხება იმ შემთხვევებს, როდესაც საქმე არასწორადმიდის. ასევე, საკუთარი მაგალითით შეგიძლიათ იმის ჩვენება, როგორ შეიძლებაგამოსწორდეს სიტუაცია.
- ფეხი აუწყეთ სიახლეებს. განაგრძეთ ტრავმის და მისი გავლენის შესწავლა მათზე, ვინც აშუქებს ახალ ამბებს. ჩამოაყალიბეთ თქვენს ახალი ამბების სტუდიაში ისეთი კულტურა, რომ თანამშრომლებს ჰქონდეთ ტრავმის შესახებ ცოდნა და წარმატებით შეძლონ ტრავმის შესახებ რეპორტაჟის მომზადება. ეს მნიშვნელოვანია როგორც ახალი ამბების გმირებისთვის, ასევე, მათთვის, ვინც ამ ახალ ამბებს აშუქებს.
VII. ფსიქიკური ჯანმრთელობის და კეთილდღეობის რისკის შეფასება და რჩევები
VII.1. ფსიქიკური ჯანმრთელობის და კეთილდღეობის რისკის შეფასება10
დავალების რისკის შეფასება შედის ახალი ამბების ორგანიზაციის მოვალეობაში, რომელმაც უნდა იზრუნოს რეპორტაჟზე მომუშავე გუნდის წევრთა ფსიქიკურ ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე. ეს შეფასება გამოსადეგია იმის დასაგეგმადაც, როგორი ქმედებები და მხარდაჭერა იქნება საჭირო რისკის რეალურად განხორციელების შემთხვევაში.
თითოეულ თანამშრომელს ყოველი დავალების შესრულებამდე სასურველია დაეხმაროთ დავალების რისკების შეფასებაში. განსაკუთრებით ფხიზლად იყავით, თუ ბავშვების შესახებაა სიუჟეტი.
ქვემოთ მოცემულ ცხრილში მენეჯერებს შეუძლიათ მონიშნონ ველები, სანამ ჟურნალისტებსდაავალებენ სიუჟეტის მომზადებას, ან ამის შემდეგ. თუ რომელიმე უჯრა მონიშნულია, მაშინმენეჯერს აქვს ჩანაწერი, რომ შემდგომში ადევნოს თვალყური ამ ჟურნალისტების კეთილდღეობას, რადგან თითოეული ეს მოვლენა შეიძლება დაუკავშირდეს (ყოველთვის არა) ნეგატიურპოსტტრავმულ შედეგებს და ემყარება პოსტტრავმული სტრესული აშლილობის ინდიკატორებს (DSM 5).
დავალების რისკის შეფასების ცხრილი
დავალების რისკის შეფასება | საფრთხე, რომელიც პირადად გემუქრებათ | შემთხვევის თვითმხილველი ხართ | განმეორებითი ზემოქმედება ინტერვიუების ან მასალის ნახვით |
სიკვდილს უკავშირდება? | |||
არის თუ არა ფაქტობრივი საფრთხე ან დაზიანების მუქარა? | |||
არის თუ არა რეალური სექსუალური ძალადობა ან ძალადობის მუქარა? | |||
ბევრჯერ განუცდია გუნდის წევრს ხსენებული მატრავმირებელი მოვლენები? |
VII.2. რჩევები
ქვემოთ მოცემულია შესასრულებელი მოქმედებების სია, რომელიც დაგეხმარებათ მხარი დაუჭიროთთქვენს თანამშრომლებს (შტატგარეშე თანამშრომლების ჩათვლით) და გუნდის სხვა წევრებს, რომლებსაც შეიძლება მუშაობის დროს ტრავმის საფრთხე ემუქრებოდეთ. შეგიძლიათ, ეს სიები ამობეჭდოთ კიდეც, გამოგადგებათ.
დავალების მიცემამდე, თუ დავალების რისკის შეფასების ცხრილში რომელიმე გრაფა მონიშნულია
- უამბეთ პოტენციურად მატრავმირებელი ვითარების შესაძლო ზემოქმედების, მასთან ეფექტური გამკლავებისა და ადამიანის სტრესმედეგობის შესახებ
- მკაფიოდ განუმარტეთ, რა შეიძლება იყოს ჩართული – ემოციურად და ფიზიკურად
- განახორციელეთ რეალისტური ღონისძიებები კავშირის შესანარჩუნებლად
- წაახალისეთ საკუთარი თავზე ზრუნვა: ტრავმულ მოვლენებთან კონტაქტის შემცირება, შესვენება, კოლეგებისგან მხარდაჭერის მიღება
- განიხილეთ სამუშაოს შეწყვეტის პოტენციური სტრატეგიები
- გააცანით, რას გააკეთებთ მათ დასახმარებლად – შექმენით როტაციის გეგმები დაღლილობისადა პოტენციურად მატრავმირებელი ზემოქმედების შესამცირებლად, დაგეგმეთ მათთანსაუბრები და ა.შ.
- დარწმუნდით, რომ გაქვთ უახლესი პირადი საკონტაქტო ინფორმაცია – მათ შორის, იმ ადამიანებისა, ვისაც უნდა დაუკავშირდეთ ყველაზე ცუდ შემთხვევაში
- გაითვალისწინეთ ჟურნალისტის მიერ დასახელებული საკუთარ თავზე ზრუნვის გამოცდილებადა პრაქტიკა, საჭიროების შემთხვევაში მათ უნდა შეახსენოთ, რომ ეს ტექნიკა გამოიყენონ
ნიშნები, რომლებსაც ყურადღება უნდა მიაქციოთ (არ არის აუცილებელი)
- უჩვეულო (არადამახასიათებელი) ქცევა
- იზოლირება
- მოვლენის შესახებ მუდმივად საუბარი
- უკიდურესად გაბრაზება / გაღიზიანება / აღგზნებადობა
- დანაშაული / სირცხვილი / საკუთარი თავის დადანაშაულება / სხვისი უკიდურესად დადანაშაულება
- გონებაგაფანტულობა / გადაწყვეტილების მიღების უნარის დაქვეითება
- უბედური შემთხვევების ზრდა / რისკიანობა
- არადამახასიათებელი აკვიატებული ინტერესი სამუშაოს მიმართ
- ინტერესის / კონცენტრაციის ნაკლებობა
- ნივთიერების მოხმარების აშკარად ზრდა
- არადამახასიათებელი ვადების გადაცილება
მხარდაჭერა დავალების შესრულების დროს
- მუდმივად გქონდეთ კონტაქტი
- მოუსმინეთ ნებისმიერ წუხილს ფიზიკურ უსაფრთხოებასთან / დაღლილობის მართვასთან / სტრესთან დაკავშირებით.
- დაუშვით და წაახალისეთ მჭიდრო კონტაქტი ოჯახთან და მეგობრებთან.
- ლიდერები აძლევენ მაგალითს თავის მოვლის საკითხში – თქვენ, როგორც ლიდერმა, შეისვენეთ და იზრუნეთ საკუთარი თავის მოვლაზე.
- ფრთხილად იყავით, როდესაც ნებისმიერი სახის კრიტიკას ან როტაციას ახორციელებთ. მიაქციეთ ყურადღება, როდის და როგორ აკეთებთ ამას. გახსოვდეთ, რომ შესაძლებელია ჟურნალისტის თავდაცვისუნარიანობა დაქვეითებული იყოს, ხოლო მგრძნობიარობამომატებული.
- გაესაუბრეთ თქვენი თანამშრომლების პარტნიორებს და ოჯახს გრძელვადიანი დავალებებისდროს.
მხარდაჭერა დავალების შესრულების შემდეგ
- დაუკავშირდით
- შეეკითხეთ, როგორ არიან
- შეამოწმეთ პრაქტიკული მოთხოვნილებები – რა სჭირდებათ (მაგ., როტაცია, ტრავმულიისტორიებისგან შესვენება)
- წაახალისეთ კოლეგებისა და ოჯახის მხარდაჭერა
- მოახდინეთ პოსტტრავმული რეაქციების ნორმალიზება (იმის აღნიშვნა, რომ ეს რეაქციები, თუ არ არის იმდენად ინტენსიური და ხშირი, რომ ადამიანი ვერ ასრულებდეს ყოველდღიურ ამოცანებს, არის ბუნებრივი რეაქციები არანორმალურ გარემოებებზე)
საკუთარ თავზე ზრუნვის სტრატეგიები
- აკეთეთ სუნთქვისა და მოძრაობის მარტივი ვარჯიშები დავალების შესრულებისას
- აღიარეთ, რასაც განიცდით ან რაც განიცადეთ
- იძინეთ და იკვებეთ კარგად, და ივარჯიშეთ
- დაიცავით რუტინა, სადაც ეს შესაძლებელია – სამსახურში მალე დაბრუნება ხელს უწყობსაღდგენას
- ისაუბრეთ ამის შესახებ კოლეგებთან, პარტნიორთან ან სანდო მეგობართან
- თუ არ გირჩევნიათ საუბარი, აზრებისა და გრძნობების ჩაწერა დაგეხმარებათ
- დაუთმეთ დრო ოჯახს და მეგობრებს
- დაუთმეთ დრო დაფიქრებას და გააზრებას
გამოყენებული ლიტერატურა
- Ricketson, M. (2017). Taking journalism and trauma seriously:
The importance of the AZ case. Australian Journalism Review, 39 (2)
- American Psychiatric Association. (2013). Diagnostic and statistical manual of mental disorders (DSM-5®). American Psychiatric Pub.
- Dworznik, G. (2011). Factors contributing to PTSD and compassion fatigue in television news workers. International Journal of Business, Humanities, and Technology, 1(1), 22-32.
- Smith, R., Nelson, S., & Newman, N. (2017). Covering traumatic news stories:
Factors associated with PTSD among journalists. Stress and Health. doi: 10.1002/smi.2775
- Weidmann, A., Fehm, L., & Fydrich, T. (2008). Covering the tsunami disaster: Subsequent post-traumatic and depressive symptoms and associated social factors. Stress and Health, 24, 129-135.
- Feinstein, A., Pavisian, B., & Storm, H. (2018). Journalists covering the refugee and migration crisis are affected by moral injury not PTSD. JRSM open, 9(3), 2054270418759010.
- Williamson, V., Stevelink, S., & Greenberg, N. (2018). Occupational moral injury and mental health:
Systematic review and meta-analysis. The British Journal of Psychiatry, 212(6), 339-346.
- Shay, Jonathan. “Moral injury.” Psychoanalytic Psychology 31.2 (2014): 182.
- McMahon, C. (2018). Psychological first aid for journalist peer supporters – CASES. Presentation to Australian Broadcasting Corporation (ABC) 2018 Peer Support Conference, Brisbane, Australia.
- Dart Centre Asia Pacific (2016). Created by McMahon, C. Presentation to Dart Center Ochberg Fellowship, Columbia University, NYC.
პროექტის „ფსიქიკური ჯანმრთელობის მხარდაჭერა მედიის წარმომადგენლებისთვის“ სახელით, გვინდა დიდი მადლობა გადავუხადოთ ჟურნალიზმისა და ტრავმის დარტის სახელობის ცენტრს (Dart Center for Journalism and Trauma) და ასევე, ალიანსს უსაფრთხოების კულტურისთვის (ACOS Alliance) მოცემული მასალის თარგმნის ნებართვისთვის.
წინამდებარე მასალა მომზადდა ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით და გერმანიის ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ფედერალური სამინისტროს თანადაფინანსებით. ამ მასალის შინაარსი ფონდის „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში – თბილისი“ პასუხისმგებლობაა და არ გამოხატავს ევროკავშირის და გერმანიის ფედერალური სამინისტროს შეხედულებებს.
* იხილეთ „საკუთარ თავზე ზრუნვა და კოლეგების მხარდაჭერა“ და „უსაფრთხოება და საკუთარ თავზე ზრუნვასხვადასხვა დარგებში“, Dart Center for Journalism and Trauma